წარმომავლობა



     ლაიკა ურალის, დასავლეთ და შუა ციმბირის ტყის ზოლის ძაღლია. მისი გამოყვანა რამდენიმე კინოლოგიურ ცენტრში ლაიკების ადგილობრივი მოდგმის მონადირული სარეწაო ძაღლების საფუძველზე მოხდა. ჯიშწარმოქმნა ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, მაგრამ გეგმაზომიერი მოშენება XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს. დასავლურ-ციმბირული ლაიკით ნადირობენ ბეწვიან ნადირზე, წყალზე მცურავ ფრინვეზე, დათვზე, ჩლიქიან ცხოველებზე. ამჟამად, ეს რუსეთში ყველაზე გავრცელებული ლაიკის ჯიშია.
    ლაიკა იყო პირველი ძაღლი რომელიც გაშვებულ იქნა კოსმოსში დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე 1957 წლის 3 ნოემბერს, ამავე დროს, პირველი ცხოველი, რომელიც ორბიტაზე დაიღუპა. იმ დროისათვის ლაიკა დაახლოებით 2 წლის იყო და 6 კილოგრამს იწონიდა.
ლაიკას დაბრუნება დედამიწაზე არ იგეგმებოდა. იგი დაიღუპა ფრენის დროს ხომალდის გაშვებიდან 5-7 საათში სტრესისა და გადახურებისგან, თუმცა იყო ვარაუდები, რომ იგი დაახლოებით ერთ კვირას გაძლებდა.


წყარო : წარმომავლობა

No comments:

Post a Comment