შოტლანდიური მეცხვარე
ამ ჯიშის ბევრი მეპატრონე იფიცება, რომ ხანდახან მათი ძაღლების ინტელექტი ადამიანისას უახლოვდება… ეს რამდენად სწორია ალბათ მხოლოდ პატრონებმა იციან, თუმცა ფაქტია, რომ ზოგადად მეცხვარეები გამოირჩევიან გონებაგახსნილობით, რადგან მათი თავდაპირველი დანიშნულება (მეცხვარეობა) დაკავშირებულია დიდ გონებრივ კონცენტრაციასთან და ინტელექტთან. მისი ყოლა არაა რეკომენდირებული ბავშვებთან და უცხოებთან, თუმცა ნამდვილად არიან პატრონის ერთგულები.
დობერმანი
დობერმანი გამოირჩევა პატრონისადმი უდიდესი ერთგულებით, მოსიყვარულეობითა და უშიშრობით. მათ აქვთ ულევი ენერგია და უყვართ ადამიანის სამსახურში დგომა. ასევე გამორჩეულები არიან ფიცხი და აგრესიული ხასიათით, მაგრამ თუ შესაბამისად გაიწვრთნა, ის ასევე ერთ-ერთი საუკეთესოა საოჯახო გარემოში. თუმცა, მიუხედავად ამისა, დობერმანის ყოლა არ არის რეკომენდირებული ხალმრავალ და ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. ყველაზე კარგად კი მისი გამოყენება შესაძლებელია პატრონის თავდაუზოგავ, აგრესიულ დაცვაში.
ოქროსფერი რეტრივერი
ეს ჯიში ხასიათით და გარეგნობითაც საკმაოდ ჩამოგავს ლაბრადორს, თუმცა მას შედარებით უფრო გრძელი ბეწვი აქვს, რაც მის მოვლას ართულებს. ასევე ის ლაბრადორსაც უსწრებს პოპულარობაში და უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ძაღლის ადგილი უკავია, თუმა მისმა ინტელექტმა მეოთხე ადგილი დაიკავა. ის არის ტიპური ოჯახის ძაღლი, და შედის იმ ჯიშების სიაში, რომელსაც თავისუფლად შეგიძლია ანდო თოთო ბავშვი. ის ასევე ყველაზე ხშირად გამოიყენება ცირკებში და სხვა შოუებში, რადგან ყველაზე კარგად ითვისებს ფიზიკურ მოძრაობებს და სავარჯიშოებს.
გერმანული ნაგაზი
გერმანული ნაგაზი, როგორც ვხედავთ პირველ სამეულში შედის, განვითარებული აქვს დაცვითი ინსტინქტები. ასევე ფილმებიდან ყველამ იცით, რომ მას პოლიცია სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ, თუ სხვა ნივთიერებების პოვნაში იყენებს. ეს რა თქმა უნდა მითი არ არის, მას შესანიშნავად აქვს განვითარებული ყნოსვის რეცეეპტორები. ის არის ძალიან შრომის მოყვარე, სწორედ ამიტომ მას სჭირდება გარკვეული მიზანი, რათა თავი ბედნიერად იგრძნოს, მაგალითად რამეს, ან ვინმეს დაცვა.
No comments:
Post a Comment